”შეიცანი საკუთარი თავი და მთელ სამყაროს შეიცნობ”

მაისი 20, 2009 ავტორი vgardner

–ან პირიქით,რადგან გაცილებით საინტერესო გამოდის,შეიცნო სამყაროl2ოო…და შემდეგ საკუთარი თავი.ერთი სიტყვით სადავო დილემაა.

გუშინწინ,ტრანსპორტში მგზავრობისას,მოულოდნელად,როდესაც ყურსასმენებში Ennio Morricone–ს მუსიკა კინოფილმიდან ”Malena”ჟღერდა,აღმოვაჩინე საკუთარი თავი,შესაძლოა არადამაჯერებლად ჟღერს,მაგრამ ეს გულწრფელი აღსარებაა,მარტივი,მაგრამ ჭეშმარიტი.

   გუშინ ვკითხულობდი ერთი ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტის ქეთი მიქანაძის სტატიას”–აქ თუ მაგისთვის ხარ,რომ თავი იპოვო,მაშინ დროს ტყუილად კარგავ,რადგან თავის პოვნისთვის საჭირო არ იყო ამდენი კილომეტრი გაგევლო,დრო და მანძილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია,ამის გაკეთება საკუთარ ოთახში,სამსახურში ან ტრანსპორტშიც შეგიძლია…” –”მუსიკა სახელწოდებით bjork –ვირტუალური ინტერვიუ,ტიბეტი”მეც ჩემი pre-ისტორია გამახსენდა და ამან შთამაგონა,დამეწერა ეს ყველაფერი.

  ვუბრუნდები იმ დღეს–––მესმოდა უდაოვოთ ღვთაებრივი მუსიკა…მესმოდა და სწორედ ეს მიხაროდა.”სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე”…an affair to remember…ჩემი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტებშიც არ დავრჩენილვარ გაცამტვერებული,რადგან ვიცოდი,არა! ვგრძნობდი,რომ იქ სადაც გული ფეთქავს მის მიღმა სულიც იმალება თანაც ისეთი Morricone,რომ ესმის და როდესაც სიყვარულს პოულობ ისეთივეს,გულს მიღმა სული,რომ აქვს,შეიცნობ სამყაროს საფარველის გარეშე,სადაც ყოველი ნაბიჯი მელოდიაა,სადაც გამხმარი ფოთოლი ხეზე,შენი ისტორიის ნაწილი ხდება,შავი პური და ლღვადი ყველი კი ყველაზე გემრიელი,იქ სადაც არ არსებობს საზღვრები და მხოლოდ ჰორიზონტებია,რომლებიც შენ,შენ უნდა გახსნა,შეიცნობ სამყაროს და საკუთარ თავსაც!

Baby Got Boobs

მაისი 20, 2009 ავტორი vgardner

sea0361l1    ჩემი მეგობარი სახელად ******** ,როგორც ყოველთვის თავს ზედმიწევნით იწესრიგებდა,ემზადებოდა გასაუბრებისთვის და მეც მასთან ხილულად თუ უხილავად ამ მნიშვნელოვანი მოვლენის თანაზიარს ისე,რომ ამას არავის ვუმხელდი. იმედებს ვამყარებდი,არ დავმალავ საჩუქარსაც იყო ხელფასით შეპირებული:) ამ საინტერესო წუთების მოწმე ნამდვილად არ ვყოფილვარ,მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ზემოთ აღნიშნული per’sona ჩემი საუკეთესო მეგობარია დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის ამ გამოცდას 100% გაუძლებდა…რომ არა   Baby Got Boobs ასეც მოხდა.მას ისევ გაუწბილეს იმედები,რატომ… იმიტომ,რომ ვიღაცას მეტი სითამამე აქვს და აღზრდც არ უშლის ხელს საექსპერიმენტო რომანები გააბას შეფთან.ამისთვის ის არც დეკოლტეს დაზოგავს და არც ენერგიას მაგიდის ქვემოთ…პატიებას ვითხოვ ამ ხისტი გამოთქმისთვის…მაგრამ…

ასე,რომ დღეს ძალზედ პოპულარული სიტყვა cv დარჩა საქაღალდეში.იმ დრომდე სანამ რეალური საქმე არ იქნება საჭირო.

იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ 250 000 ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებენ…ეს მოვლენა კი თვითონ პრეზიდენტმა გააცხადა…ქვეყანაში სადაც გაბერილად,რომ ვთქვათ ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს…მაგარი მაჩვენებელია არაა??!!!

boobs,boobs–გადაარჩენს საქართველოს!!!საქმე ლაპარაკის ნაცვლად,ხელებით გადავიდეთ…პირდაპირ საქმეზე!

 

By Your Side

თებერვალი 15, 2009 ავტორი vgardner

by-your-side2მე მჯეროდა შენი!მწამდა იმ წმინდა გრძნობის ზეციდან,რომ დაიშვება–ხოლმე არადა წახვედი მაშინ,როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა თანადგომა…ვხატავდი შენს პორტრეტებს იდექი უძრავად,მიყურებდი თითქოს შენ მწერდი ღრმად იჭრებოდი ჩემს არსებაში,ვცილობდი ამის ამოხსნას,მაგრამ ამაოდ…რა ცივი იყო ის სუსხიანი დილა ყოველივე ამაღლებულზე შეუძლებელს ხდიდა ფიქრს.გახსოვს?! გახსოვს?! …You’re the cream in my coffee, You’re the salt in my stew; You will always be my necessity I’d be lost without you…არადა უნდა გხსომოდა მაშინ,როდესაც მოწკირულ ქუჩაზე ჩარბოდი ფეხშიშველი,ფეხსაცმელი კი როგორც წესი ასეთ დროს ხელთ–გეპყრა,როდესაც ჩაურბინე შადრევანს რომელთანაც ყოველთვის მაშინაც კი ყველაზე მეტად გეჩქარებოდა ჩერდებოდი,სწორედ იქ შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს,შეჩერდი იმ, დილასაც მე რომ გამექეცი?ტერფები ხომ არ გაგიცივდა?ალბათ მაშინაც ძალიან ლამაზი იყავი…გახსოვს?! ”კრეპის” ფუნთუშები! თბიიილი…ფუნთუშები მარწყვის ჯემით ცხვირს,რომ ყოველთვის ითხუპნიდი…გახსოვს?! ტრენჩის საყელოს მაღლა სწევდი უფრო მედიდური იერი რომ გქონოდა…ეს მარტო მე ვიცოდი…გახსოვს?! სასაცილო ქალბატონი გადასასვლეზე…გახსოვს?!თოვლში წავიქეცი შენ ჩემ წამოყენებას ცდილობდი მე, შენც წაგაქციე და მერე მფრინავ ანგელოზებს ვასახიერებდით…გახსოვს?!თეატრიდან გამოვიპარეთ და თამბაქოს ჯიხურიდან რომ…ჩუუ!.. ეს მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ.ღამე წვიმაში ალბათ ბუნდოვნათ გახსოვს…ან საერთოდ დაგავიწყდა,როდესაც ვბრაზდებოდი შენზე …Je vois la vie en rose…მღეროდი მერე მეცინებოდა ბევრს ვიცინოდით,შემდეგ ტირილს იწყებდი და ბოდიშებს მიხდიდი…მერე კი ისევ მე მიწევდა ბოდიშების ხდა…ეწეოდი აი,ამ ფანჯარაში,უკნიდან გეხუტებოდი და ერთად ვაბოლებდით sex-ს მერე…შენი სუნამო თავბრუს–მხვევდა და ამას ყოველთვის ავღნიშნავდი…გახსოვს?!მუცელზე როდის გკოცნიდი…მე მჯეროდა შენი!მწამდა იმ წმინდა გრძნობის ზეციდან,რომ დაიშვება–ხოლმე არადა წახვედი მაშინ,როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა თანადგომა…ალბათ ესეც დაგავიწყდა…ფანჯარას მივხურავ კარზე რეკავენ,ორპირი იქნება,რომ გავაღებ!   

შესვლა

თებერვალი 11, 2009 ავტორი vgardner

 b2   …Истина относьтся  к тем немногим действительно великим ценностям жизни,которые нельзя купить.Человек их получает в дар,так же как любовь или  красоту…

 

    ასე ყოველთვის.რაღაცას ვიწყებთ,სიახლის ძიებაში ვაწყდებით მოულოდნელობებს და აღმოვაჩენთ–ხოლმე იმ სასწაულებს,რომელთა არსებობისა ჩვენ ასე გვჯერა.გვსურს დავარწმუნოთ საკუთარი თავი  და შემდეგ სხვებიც ჩაიხედონ თავიანთი სულის სიღრმეებში,წმინდა და წრფელი თვალებით,რათა იხილონ ის სავანე რომელიც ასე ფართოდ გაშლილა ჩვენთვის.

      მე ვიწყებ ძიებას,ვუერთდები სამყაროს სრბოლას და ვხსნი საკუთარ სულსა და ჭრილობებს…ამ ქალაქში ცხოვრება ადამიანების მიღმა მიედინება,ერთმა ჩემმა ყელაზე საყვარელმა მეგობარმა აფრიკაში ყოფნისას იკითხა სად არიან ადამიანები?უდაბნოში,ცოტა არ იყოს სიმარტოვეაო…მას კი უპასუხეს ადამიანთა შორისაც სიმარტოვეაო.ასეც არის,ჩენ ვქმნით საკმაოდ გაუმტარ გარსს და მის მიღმა ვიმალებით გვიან კი ვხვდებით,რომ სამყაროს გავემიჯნეთ.სიმარტოვე გვახრჩობს და ჩვენ მას სრულ იგნორირებას ვუკეთებთ.გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი სიმარტოვე ჩემი ყველაზე დიდი phobia–ა ვებრძვი ყველა არსებული მეთოდით,როდემდე გაუძლებს პლატინა?!ვშიშობ თანაც საფუძვლიანად,რომ ბოლოში მაინც გარდაუვალი იქნება…გარღვევა…დღის ბოლოს კი ვხვდები,რომ იმაზე მეტის გადატანა შევძელი ვიდრე დღის დასაწყისში მეგონა.მაინც მჯერა სასწაულების და თან ულმობელ ინკვიზიტორთან (სინდისთან)ჭეშმარიტად მართალი ვარ.     

Hello world!

იანვარი 29, 2009 ავტორი vgardner

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!